ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ შვიდსულიან ოჯახს ახალი სახლი გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სოფელ ნაწულუკუში, სოციალურად დაუცველ სუბელიანების შვიდსულიან ოჯახს ახალი სახლი გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ოჯახი, რომელსაც 3 მცირეწლოვანი ჰყავს, აქამდე მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევდა ცხოვრება.

„მიმდინარე თვეს სუბელიანებთან ერთად, ზუგდიდში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 26 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა. მუნიციპალიტეტის მერია პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში საცხოვრებელი სახლით ჯამში 91 ოჯახი დაკმაყოფილდა, მიმდინარე თვეს კი ეს ციფრი 117-მდე გაიზრდება.

მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების გადაცემის პროექტს აგრძელებს და ამასთან ერთად ახალ პროექტსაც იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა