ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა

"შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე"- ამ მოწოდებით ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივებმა მაღაროების მუშაობით მიყენებული ზარალი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ზარალის სანაცვლოდ კომპენსაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გასვლა მოითხოვეს. მათი თქმით, მაღაროების გამო მათ სოფელს საფრთხე შეექმნა, დაზიანდა სახლები და ზარალს არავინ უნაზღაურებს.

აქციის მონაწილეებს ოცდამეერთე დღეა მაღაროების ნაწილი პიკეტირებული აქვთ და მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მოსხლეოებამ დღეს მერიის წინ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და ხელისუფლებას პრობლემების დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"ოცდამეერთე დღეა პიკეტირებულია მაღაროების ნაწილი, არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ან აგვინაზღაურონ ზარალი, ან კომპანიამ, რომელიც გვაზარალებს მუშაობა შეწყვიტოს. მივმართავთ ხელისუფლებას, დაგვეხმარონ, თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება, სოფელი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ასევე მერიის წინ კარვებს გავშლით" , - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ".

"ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება განახლდა.აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, კომპანიას კომპენსაციის კონკრეტული სქემა აქვს შემუშავებული.

"მთავარი ის არის, რომ მოლაპარაკება განახლდა, ამ აქციების გამო იყო შეწყვეტილი რამდენიმე დღე და ძალიან კმაყოფილია კომპანია, რომ ეს პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს კონსტრუქციულ რეჟიმში.

კომპანიას აქვს კომპენსაციის კონკრეტული სქემა შეთავაზებული, რომელიც ექსპერტების მიერ არის შემუშავებული და მეტწილად გაზიარებულია. ახლა მიდის დეტალებზე საუბარი და ამ დღეებში სპეციალური მმართველი იყო ასული სოფელში, შეხვდა მომიტინგეებსაც, დაათვალიერეს კონკრეტული სახლები, შეხვედრა იმართება, მაგიდასთან რუკებით და საბუთებით და იმედია, ეს პროცესი მალე დასრულდება. მთავრია, რომ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ გავაჟღერებთ. კომპანიას აქვს გაცხადებული, სრულიად მკაფიოდ და ცალსახად, ყველას არა მარტო შუქრუთში, ნებისმიერ სხვა სოფელში ჭიათურაში, სადაც ოპერირებს, თუკი ვინმეს აქამდე მიაყენა ზიანი ან ამის შემდეგ მიაყენებს, სრულად აუნაზღაურებს, იმ სქემით, რაც სქემითაც შემუშავებულია ექსპერტების მიერ, რომელიც იქნება სამართლიანი",- განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა