ყირგიზეთში ქალთა სოლიდარობის აქციაზე აქტივისტი ქალები დააკავეს

ყირგიზეთში, დედაქალაქ ბიშკეკში ქალთა სოლიდარობის აქციაზე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ ათობით ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი დააკავა.

მანამდე აქტივისტები მოედანზე შეიკრიბნენ, რომ ქალთა საერთაშორისო დღეს ძალადობის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყოთ. თუმცა ამ დროს პროტესტის მონაწილეებს ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ თავს, მათ არაერთი ჟურნალისტის თანდასწრებით, აქტივისტებს ბანერები წაართვეს და დაუხიეს.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი პოლიციის გამოჩენისთანავე დატოვეს. როგორც „როიტერი“ იტყობინება, პოლიციამ 50-მდე აქტივისტი, უმეტესად ქალები დააკავა. გაურკვეველია, თუ რა ბრალს წაუყენებენ დაკავებულებს.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა