პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და წევრები სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ

დღეს სოფელ ნიქოზს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა წევრები ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერები მეუფე ისაიასა და მწერლებს შეხვდნენ. ასევე, სახელოვნებო სკოლაში ბილინგვური ანთოლოგიის „ვათავისუფლებ" პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ქალებისადმი იყო მიძღვნილი.

მათივე ინფორმაციით, 20-მდე მწერალი თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში. ზემო ნიქოზის სახელოვნებო სკოლაში შეკრებილი იყვნენ ამ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

სახელოვნებო სკოლაში თბილისიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ისაუბრეს კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, ქალთა როლზე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და იმ აუცილებლობებზე, რომელიც ადგილობრივებს აქვთ.

,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ ქალებს ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას, ბედნიერ დედობას და ძლიერ ქვეყანაში ყოფნას. მინდა მივულოცო ყველა მწერალ და პოეტ ქალს. ჩვენ, ქართველებს საერთოდ ერთი რამ დაგვსდევს ისტორიულად - სევდა და გულგატეხილობა. მინდა გითხრათ, რომ ლექსებშიც ჩანს ეს ყველაფერი, სიმღერებშიც კი სევდაა. ქართველები სხვა ტალღაზე უნდა გადავერთოთ. ეს ტალღა არის იმედი. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ კომპლექსებისაგან, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოეთიდან მოგვყვება. ამოცანა ჩვენ წინაშე მდგარი უფრო დიდია, ვიდრე ეს კომპლექსები. მინდა მოგიწოდოთ იმედისკენ. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამ სკოლაში რომ ვდგავართ, ეს უკვე არის გამარჯვება. მეუფე ისაიას უზარმაზარი მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ის აკეთებს და იმ ბავშვების აღზრდისთვს, რომლებიც აქ სხვანაირად იზრდებიან. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან საქართველოში არის უზარმაზარი ენერგია. თითოეულ ჩვენგანში ამის გაერთიანების დრო დადგა, სიახლისა და ხელების დაკაპიწების დროა" , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა