დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს კოორდინირებული გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ - მატყუარა მედიასაშუალებები აკეთებენ ყველაფერს, რომ ცუდად გამოვჩნდეთ, სამწუხაროა!

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ამერიკული მედიის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი ადმინისტრაცია სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა შესაბამისი განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„თეთრ სახლში ჩვენ გვაქვს შესანიშნავად კოორდინირებული და ზედმიწევნით დამუშავებული გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ ზომები გარკვეულ რაიონებთან საზღვრების დაკეტვის შესახებ, რაც დიდი ბედნიერებაა. მატყუარა მედიასაშუალებები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენ ცუდად გამოვჩნდეთ, სამწუხაროა!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკულ მედიაში დაიწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ რიგი შეცდომები დაუშვა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და გვიან დაიწყო საჭირო ზომების მიღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა