ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა მეეზოვე ქალებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხელმძღვანელი პირები მეეზოვეებს სამუშაო პროცესის დროს ესტუმრნენ და მათ ყვავილები და ტკბილეული გადასცეს.

„მინდა თითოეულ მეეზოვე ქალბატონს გულით მივულოცო 8 მარტი. ისინი დასვენების დღეების მიუხედავად, ყოვედღიურად ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე. მათი შრომა ნამდვილად აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია. მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. ვუსურვებ გაძლიერებას, სიკეთეს და ბევრ ბედნიერ დღეს“, - აღნიშნა დავით ზაალიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ხელმძღვანელი პირები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, მარტოხელა და ასაკოვან ქალბატონებს სახლში ესტუმრნენ და ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით, ტკბილეულითა და სასურსათო ნობათით მიულოცეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს