ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს, ლაბორატორიაში გამოსაკვლევად კი 17 პირის ანალიზებია გადაგზავნილი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 42 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 17 პირის შემთხვევაში ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.

ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში კვლავ უცვლელია.

„42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად. ჯერ არც ერთის პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს ინფიცირებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლუტურად უსიმპტომოა და 9 - ს აქვს მინიმალური სიმპტომები ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა