გია ვოლსკი - მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ - საზოგადოება უნდა გამოვიდეს გამარჯვებულად და ვფიქრობ, ეს ფორმულა საზოგადოებისთვის არის მისაღები

მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, ამ ჟივილ ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემათან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფორმულა, რომელზეც მოხდა შეთანხმება საზოგადოებისთვის მისაღებია და სწორედ საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოოდ გამარჯვებული.

„კმაყოფილი ვარ, რომ ოპონენტების ჯგუფი დაგვთანხმდა, რომ აღარ დაიჩემეს, რომ მაჟორიტარი მაინცადამაინც 20 უნდა იყოს. ალბათ, თვითონაც მიხვდნენ, რომ გეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. მართლა უფრო სასაცილო გამოვიდა.

რაც შეეხება თვითონ სისტემას, კარგია, რომ არ დარჩა არც ერთი შეკითხვა. არის კიდევ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს - ამ ჟივილ ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ. საქართველო დაწყნარდა, ისედაც ბევრი პრობლემა არის და გადავიდეთ ჭიდილზე პროგრამების, პროექტების, ჩვენ გეგმებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშნია არ განმეორდეს ის, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა ხელები ამოუტრიალეთ ვიღაცას და აბა, რაღაც გავაკეთეთ, არასწორია, არარელევანტურია, უსაფუძვლოა.

არის საკითხები, როდესაც ორივე მხარე სრულად გამარჯვებულად ვერ გამოდის, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ, პარტიები რა შუაში ვართ ამ გამარჯვებაში. საერთოდ, საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში გამარჯვებულად და ვფიქრობ, ეს ფორმულა საზოგადოებისთვის არის მისაღები და კარგი. აქ ცალკეული პიროვნებების, პარტიული გუნდების პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა“,-განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქვეყნის პარტნიორების ინტერესია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს და მათი გადაწყვეტილება, რომ პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ მხოლოდ პიროვნული სურვილებიდან არ გამომდინარეობს.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან პროფესიონალურად გასწიეს თავის სამუშაო, როგორც შუამავლებმა. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ მათი ინტერესია სტაბილური, ძლიერი საქართველო. გადწყვეტილება, რომელიც მათ აქტიური თანამშრომლობის თაობაზე მიიღეს, არ გამომდინარეობს, მხოლოდ პიროვნული და კეთილი სურვილებიდან. ეს არის აშშ-ის და ევროკავშირის ინტერესი, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო, მითუმეტეს, ასეთი გამოწვევის პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა