იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 7 375 ადამიანი

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 233-დან 366-მდე არის გაზრდილი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირების საერთო რაოდენობამ კი 7, 375 შეადგინა, მაშინ, როცა აღნიშნული ციფრი ჯერ კიდევ შაბათს 5,883 იყო.

ამავე დროს,ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.

კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა