ქუთაისში ნიდერლანდებიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. ინფორმაციას ახალგაზრდა მამაკაცის ძმა სოციალურ ქსელში ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. როგორც ის წერს, მეგობრები კაფეში ერთად იყვნენ, შემდეგ ქუჩაში გავიდნენ, რის შემდეგაც მისი ძმა გაუჩინარდა. დაკარგული არც სასტუმროში დაბრუნებულა და არც ტელეფონს პასუხობს.

დაკარგული ბიჭის მეგობარი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.

"ჩვენ რესტორან "ბარაქაში" ვსადილობდით, ნასვამები ვიყავით. შემდეგ ის წავიდა და არ ვიცი სად, მე „მაკდონალდში“ მივედი, შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი და დილის 7 საათამდე ველოდებოდი მის დაბრუნებას, თუმცა არ მოვიდა. გუშინ პოლიციას შევატყობინე და ახლა ყველა ეძებს. უკვე 32 საათია არაფერი ვიცით დაკარგულის შესახებ. დღეს პოლიციაში მივდივარ და კამერების ჩანაწერები უნდა ვნახოთ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ღამის 1 საათზე ნასვამი ნახეს, რუსთაველის ქუჩაზე. არ ვიცი როგორ დაიკარგა. დღეს მისი და ჩემი მშობლებიც ჩამოდიან საქართველოში. იმედია, მალე ვიპოვნით"-აცხადებს დაკარგულის მეგობარი.

ახალგაზრდები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ და სხვა ქვეყანაში აპირებდნენ წასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მათთან შეტყობინება გუშინ შევიდა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა