დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

სპეციალური სადეზინფექციო პრეპარატებით მუშავდება საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადმინისტრაციული, სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტიები.

„პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება ა(ა)იპ დუშეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობითა და შ.პ.ს "დუშეთის დეზინფექციის სამსახურის" თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით. ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარებული აქვს:

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას (მერია, საკრებულო); ქალაქ დუშეთის, სოფელ გრემისხევის, ჭილურტის, ებნისის, შუახევის, მჭადიჯვრის, ოძისის, ბულაჩაურის, აბანოსხევის, ლაფანაანთკარის, ნოკორნის ჭოპორტის, საშაბუროს, მლაშის, საკრამულის, გრიგოლაანთკარის, არღუნის, პირმისაანთკარის და არაგვისპირის საჯარო სკოლებს; ქალაქ დუშეთის სახელოვნებო სკოლას; სოფელ ოძისის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, არაგვისპირის და ქალაქ დუშეთის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებს; სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში“, - ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი - www.stopcov.ge შექმნა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა