წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - ფოთის წყალარინების გამწმენდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს ჩამორჩენა აქვს

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებითვის ჯამურად 130 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამუშაოების პროგრესს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია გაეცნო.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია. თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორ კომპანიას აქვს გარკვეული ჩამორჩენები.

გიგა მანდარია წყალარინების სისტემის სამუშაოებით უკმაყოფილოა და მშენებარე კომპანიას ვითარების დროულად გამოსწორება მოსთხოვა.

„ამ დროისთვის, ფოთში ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ქსელის მშენებლობის ნაწილში კონტრაქტორი მუშაობს ნელი ტემპით და გრაფიკთან მიმართებაში აქვს ჩამორჩენა. ჩვენ მივეცით გარკვეული მითითებები, რომ ტემპი დროულად გამოასწორონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს და სანქციებს მიმართავს“,-აცხადებს გიგა მანდარია.

სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ. საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთს წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. ხოლო, გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა