2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.

რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.

თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (26 მარტის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ.

„სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 16 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100).

თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა