ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის იყვნენ მაღალი ტემპერატურის მქონე და ბოლო დროს რისკქვეყნებში ნამყოფი მოქალაქეები, სადაც ვირუსია გავრცელებული. ასევე არ შემოუშვეს ახალი პასპორტის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ, სამოგზაურო ისტორიას მალავენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილებაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს საზღვრის კვეთისას დაუფიქსირდა ტემპერატურა, ექვს ახალი პასპორტი, დანარჩენებს კი რისკ ქვეყნებში მოგზაურობა, რის გამოც უკან გააბრუნეს. თუმცა არც ერთ მათგანს შემოწმების დროს COVID 19-ის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით,ზოგადად რეგიონში ვითარება სტაბილურია.

მისივე თქმით, კახეთის სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის სიმპტომებით არც ერთი პაცინეტი არ არის მოთავსებული.

რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა