კახა კოჟორიძე - დაინახავთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყოველ მეორე დღეს სასამართლოში აღარ იქნება და იმედია, დანარჩენი პოლიტპატიმრებიც მალე დატოვებენ საპატიმროს

„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე იყო საუბარი.

მისივე თქმით, დოკუმენტში კონკრეტული სახელები არ წერია და ვერ ჩაიწერებოდა იმიტომ, რომ პოლიტიკურ დოკუმენტებში ასეთი რაღაცები არ იწერება.

„შეთანხმების ტექსტში წერია: „მხარე შეეცდება, რომ მართლმსაჯულების სფეროში მოქმედებები არ ტოვებდეს უსამართლობის აღქმას”- ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად აღიარებას, რომ მოხდა არსებული მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ქართული საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდებოდა და ამისი არაერთი მაგალითი გვყავს. მიუხედავად იმისა, რას იტყვის „ქართული ოცნება” ასეთი შეთანხმება არსებობა და ამ შეთანხმებას დავინახავთ არამხოლოდ მომავალში, არამედ დავინახეთ უკვე. კობა კოშაძის გამოშვება სხვა არაფერი იყო თუ არა აღიარება პოლიტიკური მართლმსაჯულების და ეს პროცესი გაგრძელდება. დაინახავთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე აღარ იქნება ყოველ მეორე დღეს სასამართლოში და დანარჩენი პოლიტპატიმრებიც იმედია, მალე დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს”, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიღწეული შეთანხმება კონსტიტუციაში მალე აისახოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე ყველა მხარე თანხმდება. ეს ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის შერბილებას და არჩევნების წარმართვას რაციონალურ პროცესში. იმედი მაქვს, როგორღაც მივაღწევთ იმას, რომ გადავიდეთ არა ამ საარჩევნო სისტემებზე საუბრიდან უშუალოდ იმ პრობლემებზე საუბარზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურობაში აწუხებთ. მე არ ველოდები იმას, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდება. თუმცა, „ქართული ოცნების” პირობებში გამორიცხული არაფერია. ერთი „გადაგდების“ მერე ამდენი ფაქტორების ჩართვით მიღწეული შეთანხმების კიდევ არშესრულება იმდენად დამაზიანებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის”, რომ ის პოლიტიკურად განადგურდება არჩევნებზე. ალბათ, თვითგანადგურების რეჟიმზე არ გადავლენ და ამას არ გააკეთებენ. მინდა, ძალიან მალე აისახოს მიღწეული შეთანხმება კონსტიტუციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა