გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა