ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში საპნების საწარმო „დემა“ მოინახულეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მერიიდან აცნობეს, შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„ბოლნისელმა პედაგოგმა, „დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო, წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა.
17 სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს“, - ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.