გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისში, ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, რვა მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისში, ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, რვა მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.

როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა, მანდატების გადანაწილების თაობაზე ცნობილი 10 დღის განმავლობაში გახდება.

„უხეშად რომ ვთქვათ, თბილისში ვფიქრობთ, დაახლოებით 8 მანდატი იქნება, ანუ 8 მაჟორიტარული ოლქი გამოდის: გლდანი ცალკე, ნაძალადევი, ისანი, სამგორი ცალკე, ვაკე და საბურთალოც ცალკე, დიდუბე-ჩუღურეთი ალბათ ერთად და მთაწმინდა კრწანისიც ერთად, ანუ ზომებიდან, ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე. ეს დეტალურად არ გაგვივლია, მაგრამ დოკუმენტში მითითებულია, რომ 10 დღის ვადაში უნდა ვიცოდეთ, როგორი მაჟორიტარული ოლქები იქნება, იმიტომ, რომ არჩევნები კარსაა მომდგარი. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი მთლიანად ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება, ქუთაისი შეიძლება 2 მაჟორიტარული ოლქი იყო. 10 დღის ვადაში ეს გაირკვევა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა