კასპის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მანუჩარ მერებაშვილი კერძო სექტორში გადასვლას ასახელებს.

,,რამდენიმე თვის წინ მქონდა კერძო სექტორიდან შემოთავაზება, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის სურვილის თაობაზე ვაცნობე კიდეც ხელმძღვანელობას. იქიდან გამომდინარე, რომ წლის ბოლო იყო და მუნიციპალიტეტში არაერთი გარდამავალი პროექტი მიმდინარეობდა, წასვლისგან თავი შევიკავე, ახლა კი, ყველაფერი ნორმალურადაა, ხორციელდება ამ წელში დაგეგმილი პროექტები და მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მუშაობას კერძო სექტორში გავაგრძელებ. სხვა მიზეზები არ ყოფილა, 2018-2019 წლებში კასპის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა“, - განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა. კასპის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს მანუჩარ მერებაშვილი 2017 წლიდან იკავებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა