ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის  წინ, სადაც სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ლობიო, ხახვი და კარტოფილი მიიტანეს

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები იმყოფებიან და პრეზიდენტის ზუგდიდში ჩასვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში ლობიო, ხახვი და კარტოფილი უჭირავთ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტს საჩუქრად უნდა გადასცენ.

„შეცვალეს“ წევრის დარიკო არქანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები სწორედ კარტოფილით მოიგო.

"აქ ჩამოსვლის არანაირი მორალური უფლება არა აქვს. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც აფხაზეთს უწოდებს განგრენას, ეს არის პრეზიდენტი, რომლის საარჩევნო კამპანიასაც შეეწირა ია კერზაიას სიცოცხლე. კეთილი ინებოს და წამობრძანდეს ჩვენთან ერთად საოკუპაციო ხაზთან და გააპროტესტოს რუსული ოკუპაცია", - აცხადებს დარიკო არქანია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამხარეო ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა