რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - ამბროლაურში ხანძარი დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული, მის ლოკალიზებას დღის ბოლომდე შევძლებთ

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

როგორც უწყებიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი და ცოცხალი ძალა ადგილობრივი მოსახლეობის სახით. მათივე ცნობით, ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.

ხანძრის ადგილზე დილიდან მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

„ხანძარი დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ხანძრის ლოკალიზებას დღის ბოლომდე შევძლებთ“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო