გორში 16 პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს

გორში მცხოვრებ 16 პირს შიდაიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს მიცემული. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შიდაიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.

„რისკჯუფში მყოფ პირებზე გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რისკჯგუფში ითვლებიან ის პირები, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი ან რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ. გორში, ამჟამად, 16 ასეთი პირის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ყველა მათგანი იმყოფება შიდაიზოლაციის რეჟიმში. ორ პირთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი გადაადგილდებოდა ქუჩაში. აღნიშნულ პირებთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა და ორივე მათგანს მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ არ დაარღვიონ შიდაიზოლაციის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიდაიზოლაციის დამრღვევი ყველა პირი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.

ვხელმძღვანელობთ დადგენილი რეკომენდაციებით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

მოვუწოდებ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ პირი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა რისკის შემცველ ქვეყანაში, შესაძლოა, იგი არ იყოს ჩვენს ხელთ არსებულ სიაში და გვაცნობონ მათ შესახებ. ასევე, თუ აქვთ ინფორმაცია, რომ რისკჯუფში მყოფი პირი არ იცავს შიდაიზოლაციის რეკომენდაციას, აღნიშნულის თაობაზეც მოგვმართონ.

ამ დროისთვის, გორში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს