თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მოსამართლემ გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

ბრალდების მხარე დაცვის მხარეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უგულავას მხრიდან საფრთხე აღარ მომდინარეობს, რადგან ის საპატიმრო დაწესებულებაშია.

ცნობისთვის, თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უგულავას ამ საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული და პასპორტი ჩამორთმეული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა