გორში სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება

გორში არსებული სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გორის მერიამ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„პროექტი, რომლის ღირებულება 508 130 ლარია, ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის მოწყობას და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. აღნიშნული ობიექტი ქალაქს ათეული წლების წინ ამარაგებდა წყლით. ამ ეტაპზე კი, ამორტიზებულია და აღარ ფუნქციონირებს.

პროექტით დაგეგმილი სარწყავი სისტემა, რომლის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს, მოემსახურება ახალ ბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ბარათაშვილის სკვერებსა და სტალინისა და აღმაშენებლის გამზირებზე არსებულ გამწვანების ზოლებს. სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება, ასევე, ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღის, თეატრის სკვერის, ახალბაღის, იუსტიციის სახლის მიმდებარედ და შიოს წყაროსთან არსებული).

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს