ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების სპეციალური სითხეებით დამუშავება გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც განხორციელდა.

უწყების ცნობით, გასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.

შემოსავლების სამსახურის მიერ სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა