არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს - ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის და განახლებული გუნდის წარდგენას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, „ქართული ოცნება“ განახლებულ გუნდს წარადგენს.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მაღალი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ამაში პირველ რიგში, ეფექტური პროგრამის წარდგენა, გუნდის განახლება და ყველა თანაგუნდელისთვის ღირსეული ადგილის მოძებნა იგულისხმება.

„ქართულ ოცნებას“ ყველა წინა არჩევნებში ჰქონდა მაღალი მხარდაჭერა და მინდა, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ჩვენი მხარდამჭერები დავარწმუნო, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რათა ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს. ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის წარდგენას, განახლებული გუნდის წარდგენას და ჩვენი ყველა თანაგუნდელისთვის ღირსეული ადგილის მოძებნას. ყველა ადამიანი, ვინც აკეთებდა საქმეს, ერთგული იყო ღირებულებების, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, მომავალშიც შეინარჩუნებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის ღირსეულ ადგილს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ სკამები და თანამდებობები არ არის ჩვენთვის მთავარი, ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ეს იყო ჩვენი წინა გადაწყვეტილებების ძირითადი საყრდენი და ეს იყო ძირითადი სახელმძღვანელო გუშინაც, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყავით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა