ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ვარიანში გზის რეაბილიტაციაზე 670 440 ლარი დაიხარჯება.

მათივე ინფორმაციით, გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდასკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.

„სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად მაისში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა