ანონსი  10 მარტი

10 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ერიკ ილესი, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენციას გახსნიან.

მის: თელავის ქ.20

10 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პირველი სისტემური კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ეკატერინე ქარდავა; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე; ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ლელა აქიაშვილი; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ალექსანდრა კოლი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.

10 მარტს, ‪11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (წინასწარი მონაცემი)

მის: დადიანის #30

10 მარტს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მარშალ გელოვანის 6

10 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფაროძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დეპუტატი, „კონსერვატიული პარტიის“ თავჯდომარე ზვიად ძიძიგური განცხადებას გააკეთებს.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება - პარლამენტში ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მარტს, 11:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ჯული - 557 572 770

10 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან, „ანას ბაღის“ დამცველი ადგილობრივი მოსახლეობა, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით მერიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593 544 333

10 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა

მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

10 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება - პარლამენტში ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 მარტს, 12:00 საათზე „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საპარტნიორო ფონდისთვის“ გადმოცემული საგარეჯოს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები.

მის: ვ. ბერიძის 6

საკონტაქტო: 577461767; 577171701

10 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბანკი ქართუს“ საქმეზე მსჯავრდებული ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

10 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მარტს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: პოლიციამ, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ.#10

10 მარტს, 14:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დიდუბის რაიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.

მის: წერეთლის 77ბ

საკონტაქტო: 577624445

10 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრას გამართავს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

10 მარტს, 15:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

10 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 მარტს, 17:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ახალი კორონავირუსის შესახებ მედიას ინფორმაციას მიაწვდიან.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა