სალომე ზურაბიშვილი  ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღე და ღამე მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში იმისთვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო მასშტაბის პრობლემა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით მიღებული ზომების თვალსაზრისით საქართველო სამაგალითო ქვეყანაა.

"ჩვენთან ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრი, რომელიც მართლაც სამაგალითოა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს უზარმაზარი შანსია. თუ ვიღაცები ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან საიდანაც ჩვენ გვებრძვიან. ჩვენ გვახსოვს გასულ წელს რა ჭორები გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რაც გაქვს ქვეყანაში, ამიტომ მე ბოლომდე მათი დამცველი ვიქნები, თუმცა ჩემი დაცვაც არ სჭირდება, რადგან მათი საქმე ლაპარაკობს მათზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე