გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

7-8 მარტს, გუდაურში, საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეჯიბრება ,,კუდების“ ფერდობზე ორივე დღეს სლალომის სახეობაში ჩატარდა.

მათივე ცნობით, მზიანმა ამინდმა სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო.

„შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის ნაკრებმა გუნდებმა. სამთო-მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს.

პირველი დღის ჩემპიონები: 2006-2007 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის ნინო ენუქიძე და ლუკა დულათი გახდნენ ჩემპიონები; 2004-2005 წწ. გაიმარჯვეს მარი ჩოგაძემ და ლუკა ბუჩუკურმა.2003 და უფროს ასაკში მოიგეს კატო გოცირიძემ და ნოდარ კოზანაშვილმა.

მეორე დღის გამარჯვებულები: 2006-2007 წწ. ნინო ენუქიძე და ლუკა დულათი; 2004-2005 წწ. მაშო გამცემლიძე და ლუკა ბუჩუკური; 2003 და უფროსი ასაკი - კატო გოცირიძე და ნოდარ კოზანაშვილი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა