კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის ორი კერა ფიქსირდება

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარია. გოსტიბესა და რკონის სიახლოვეს, ცეცხლი ორ ლოკაციაზე გაჩნდა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სოფელ გოსტიბესთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარზე უფრო რთული მდგომარეობაა, რკონთან კი, ცეცხლის კერები ტყის ქვედა ზოლში ფიქსირდება. სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სმმართველოს სხვა განყოფილებებს მეზობელი რეგიონების მეხანძრეებიც დაეხმარებიან.

დაღამებიდან გამომდინარე ცუდი ხილვადობის და რთული რელიეფის გამო, დღეს ღამით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ძირითადად ქვეითები არიან ჩართულები, ხვალ დილიდან კი, დამატებითი ძალების მობილიზება იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა