სოფო კილაძის განცხადებით, პარლამენტი გამოიყენებს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სიტუაცია დასტაბილურდეს

პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, პარლამენტი გამოიყენებს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სიტუაცია დასტაბილურდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მედიის თავისუფლებას საარჩევნო წელს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.

“ჟურნალისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ გაფიცვას. ბუნებრივია, მედიის თავისუფლებას, მათ შორის, საარჩევნო წელს განსაკუთრებული ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მედიის თავისუფლება არის მაღალ ხარისხში აყვანილი და ამას მოწმობს უამრავი ტელე, ინტერნეტ თუ ბეჭდური საშუალება. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესს, რომ ყველა მხარე იყოს კმაყოფილი. ჩვენ არ მოგვისმენია მეორე მხარე, ვისაც პრეტენზიებს უყენებენ და სურათის შექმნისთვის და ობიექტურობისთვის მნიშვნელოვანი იქნება მეორე მხარის მოსმენა. ჩვენ, პარლამენტი, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რაც არის, იმისთვის, რომ აჭარის მაუწყებელში დამშვიდდეს სიტუაცია და ჩადგეს ისევ კალაპოტში”,- განაცხადა კილაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის თეონა ბაკურაძის განცხადებით კი, “ეს არ არის რამდენიმე ადამიანის შრომითი დავა, ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობისკენ მიმართული ნაბიჯები, რასაც დგამს ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე”.

“ვესაუბრეთ ოპოზიციონერ დეპუტატებს, გვაქვს შეხვედრა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ასევე, ვესაუბრეთ სოფიო კილაძეს. დეტალურად და ქრონოლოგიურად მოვუყევით პრობლემის არსის შესახებ და ავუხსენით, რატომ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესები არის მართული, რომ ეს არის პოლიტიკური მიზეზით და რომ მთავარი მიზანია, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ქალბატონი სოფიო დაგვპირდა, რომ მოუსმენს მეორე მხარესაც და მოიფიქრებს რა ფორმატში შეიძლება გამართოს მოსმენა”,-აღნიშნა თეონა ბაკურაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა