არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული არავინ არის

არავინ არის საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება ხდება, რომელიც ჯანდაცვის უწყებას ჰქოდა.

"ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი და არავინ არის საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ ზომები, ​ზედაპირების დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჰქონდა ჯანდაცვის სამსახურს. თუ მომავალში ვინმე იქნება რის-კჯგუფში და ინფექცია დაუდასტურდება , რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ შესაბამისი გაიდლაინით",-აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა რჩება თვთიზოლაციაში.

"მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიდაან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია.ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს!"-დაწერა დანელიამ "ფეისბუქზე".

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა