ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს