საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება.

“საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით გუშინ საბოლოოდ შეთანხმდა ეს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიაში დაკეტილია აეროპორტები, გაუქმებულია რეისები, პრობლემატური იყო რომის აეროპორტში ორი სლოტის მიღება. უკვე გაფრინდა ორი თვითმფრინავი და დღეს საღამოს დაბრუნდებიან. ჩვენს ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მოქალაქეები არაფერს იხდიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც რომიდან თბილისში დღეს ჩარტერული რეისით დააბრუნებენ, თვითმფრინავში პირადი დაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები დახვდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მგზავრებს სპეციალური ეკიპირება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა