მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

„პაციენტების ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია და გრძელდება ეს პროცესი.

რაც შეეხება იმ 15 ინფიცირებულს, რომლებიც ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათგან, როგორც ვიცით, ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა, 3 პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენ პაციენტთებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა მხოლოდ დაბალი ცხელების სახით ან თითოეულ მათგანს აქვს ან ხველა, ან სურდო, ან ყელის ტკივილი. მათი მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და პროგრესირება ამ დრომდე არ შეინიშნება,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა