საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში 30 ადამიანი შეიყვანეს

საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში 30 ადამიანი შეიყვანეს. 30 ადამიანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა, ისინი საჩხერეში გუშინ შეიყვანეს.

ამ დროისათვის სასტუმროში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის.

ექიმის, მაია ხელაძის თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„შემოვიდა 30 ადამიანი, თითოეულ მათგანს მიცემული აქვს ინსტრუქცია და ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით. პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს ეს ადამიანები ჩვენთან. ამ დროისათვის ვირუსის ნიშნები არც ერთ მათგანს აღენიშნება,”- აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მაია ხელაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა