ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პირველი მარტიდან 10 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გუშინ ხანძრები გააქტიურდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მხოლოდ ერთ დღეში ხანძრის 18 ახალი კერა დაფიქსირდა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წლის პირველი მარტიდან 10 მარტის დილის 10 საათის მდგომარეობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების 546 ჰექტარ ფართობზე იყო მნიშვნელოვანი ხანძრები.

„დაფიქსირდა ხანძრის 43 შემთხვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კახეთში იყო 18 კერა, სამცხე-ჯავახეთში- 1 კერა, რაჭა-ლეჩხუმში - 3, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში - 2, გურიაში - 4, იმერეთში - 6 , სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4 კერა.

გლობალური კლიმატური ცვლილებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილში, მათ შორის საქართველოში. ნალექი საქართველოში 20-40-%-ითაა შემცირებული. მსოფლიოში ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია ჩვენს ქვეყანაშიც.

ხანგრძლივი უნალექო პირობების გამო საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა გვალვიანი პერიოდი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა