ევროსაბჭო - უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმება რამდენიმეთვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს

ევროსაბჭოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება „რამდენიმეთვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შეთანხმების დებულებებს მიიღებს.

„მივესალმებით გუშინ, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რომელიც რამდენიმე თვიან გაურკვევლობას წერტილს უსვამს და მომავალი წლის არჩევნებისთვის ხსნის გზას პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციისკენ. მოლაპარაკებების წარმოებას ხელს უწყობდა საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, გერმანია და ევროსაბჭო.

ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ პარლამენტში მიიღებენ შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც საარჩებო კანონმდებლობის ყველა აუცილებელ ცვლილებებს, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო რეკომენდაციებთან. ევროსაბჭო, ვენეციის კომისიასთან ერთად განაგრძობს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ წარმატებით დასრულდეს პროცესი.

ჩვენ ვაფასებთ პოლიტიკური პარტიების მონდომებას, საქართველოს სასამართლოს სისტემას უმაღლესი სტანდარტები ჰქონდეს და დაიცვან სასამართლო და საარჩევნო პროცესები არასათანადო პოლიტიკური ჩარევისაგან. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისი დებულებების დაცვას საარჩევნო საკითხებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს