ბადრი ჯაფარიძე - თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა

თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში განუცხადა.

აღნიშნულით ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, ელოდება თუ არა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კონსენსუსის შემდეგ, მათი საქმის წარმოების შეწყვეტას.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ აქ მოვსულიყავით. ცხადია, რომ ველოდებით ხელისუფლება და პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვეტს ამ საქმის წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსენსუსს, ეს ეხება იმას, რომ საზოგადოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები უნდა დამთავრდეს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის კონსენსუსის ნაწილი. კონკრეტული საქმეების, კონკრეტული შემთხვევების, პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებაში გაწერილი არ არის, მაგრამ ის ამ პრინციპულ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაითარგმნოს.

ჩვენი საქმე თავიდანვე ყველას ყურადღების ქვეშ იყო რამდენადაც, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არის. თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს