გორში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია იწყება

გორში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოცხადა. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემებები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარე განათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები. პროექტი შესაძლებლობის მიხედვით ითვალისწინებს ასევე შშმ პირების შესაძლებლობებს.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 48 100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული, კირიონ II-ის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო