ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის ადვოკატის განცხადებით, უპრეცედენტოა საქმე, როცა პროკურორი დააკავეს და მთლიანად ადვოკატთა ასოციაცია გვერდით უდგას

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის დავით შაკიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, უპრეცედენტოა საქმე, როცა პროკურორი დააკავეს და მთლიანად ადვოკატთა ასოციაცია გვერდით უდგას.

ადვოკატის თქმითვე, დაკავებული პროკურორი პატიოსანია და კრედიტებს იხდის.

„ეს ადამიანი უპატიოსნესია, სახლში 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ერთი 2 წლისაა. თურმე, ეს ადამიანი, რომელიც ქრთამს იღებს და კორუმპირებულია, კრედიტებს იხდის“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით შაკიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს