თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ კლდეისთან ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ კლდეისთან ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისთან ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ, მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა, - ამის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს 40-მდე მეხანძრე-მაშველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავისა და კლდეისის მოსახლეობასთან ერთად აწარმოებს.

ცეცხლი ტყეში ხმელ ბალახს უკიდია და დასახლებულ პუნქტში მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.