მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 მოდელს მხარს უჭერენ და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 მოდელის საარჩევნო სისტემას მხარს უჭერენ და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან ბოლო პერიოდში დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და მათ შეთანხმებულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

„კითხვები, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან ისმოდა მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, არის პასუხგაცემული და აქედან გამომდინარე, მაჟორიტარებს არანაირი პრეტენზია ამ შეთანხმებასთან და კომპრომისთან დაკავშირებით არ აქვთ. კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის, არის გამონაკლისი ასეთი კახა ოქრიაშვილი, ჩვენი მეგობარი და კოლეგა, რომელიც თავიდანაც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს დღესაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს