წყალმომარაგების კომპანია - ახალციხეში 200 ოჯახისთვის წყალარინების სისტემის მოწყობა სრულდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ქსელის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

აღნიშნულ ქუჩებზე წყალარინების ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო