ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

„KfW-ს პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა.სამუშაოები უკვე დასრულდა სულაბერიძის ქუჩიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. ამჟამად კი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის საერთო სიგრძე 1865 გრძ.მ-ს შეადგენს.

პროექტის ღირებულება კი 4 982 773 ლარია. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის აპრილში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა