მამუკა მდინარაძე - ბლოკის საკითხი დღეს ღიაა - ბლოკი ვისი ინტერესიცაა, იმან ილაპარაკოს და შემდეგ საერთო პოზიციით მოვიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელში ბლოკების საკითხი ჯერ ღიაა. მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ აქვს, რადგან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას და 40%-დან 60%-მდე მხარდაჭერის მოპოვებას აპირებს.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია ბლოკების საკითხზე საერთო პოზიციაზე შეთანხმდეს და შემდეგ ამაზე კონსულტაცია გაიმართოს.

„საარჩევნო ბლოკების საკითხში „ქართულ ოცნებას" სუბიექტურად არანაირი ინტერესი არ აქვს. ბლოკი იქნება თუ არა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა იმიტომ არ აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვაპირებთ. ოპოზიცია საუბრობს 1% - 5% პროცენტზე, ჩვენ ვსაუბრობთ 40%-იან დამზღვევ მექანიზმზე და ვამბობთ, რომ 40%-60%-იან მხარდაჭერას ველოდებით. ბლოკი ვისი ინტერესიც არის, იმან ილაპარაკოს და შემდეგ საერთო პოზიციით მოვიდნენ. ეს საკითხი დღეს ღია არის. პროპორციულ სისტემაში საარჩევნო ბლოკები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. თუ პროპორციულს მაქსიმალურად ვუკავშირდებით, მე მგონია, რომ ბლოკი არაფერ შუაში არ არის. ბლოკის საკითხი დღეს ღია არის და შეიძლება ამაზე კონსულტაციები გაიმართოს,"- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა