ომბუდსმენის სპეცანგარიში - სასამართლოებში ბავშვზე მორგებული გარემო არ არის - სხდომათა დარბაზები რიტუალურია და არასრულწლოვნებისთვის დამთრგუნველი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვნები არ იმყოფებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში; ხშირ შემთხვევაში, არ არის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალურობის პრინციპი, სხდომათა დარბაზები კი რიტუალურია და ბავშვისთვის დამთრგუნველი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“ არის აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესებისას გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები, მათ შორის მართლმსაჯულება ყოველთვის არ ხორციელდება ბავშვისთვის გასაგები ენითა და ფორმით; „გამოვლენილი ძირითადი პრობლემები ასე გამოიყურება:

• კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია;

• ბავშვი ძირითად შემთხვევებში ვერ გრძნობს კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მხარდაჭერას და ვერ ამყარებს მასთან კომუნიკაციას;

• მართლმსაჯულება ყოველთვის არ ხორციელდება ბავშვისთვის გასაგები ენითა და ფორმით;

• არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის დაკითხვის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება;

• ხშირია სასამართლო სხდომები გადადების თუ დაგვიანების ფაქტები;

• ხშირ შემთხვევაში, არ არის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალურობის პრინციპი;

• სასამართლოებში არ არის შექმნილი ბავშვზე მორგებული გარემო;

• სხდომათა დარბაზები რიტუალურია და ბავშვისთვის დამთრგუნველი;

• სასამართლო ინფრასტრუქტურა სრულად არ არის შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული;

• ბავშვებისთვის არ არის ცალკე მოსაცდელი სივრცე;

• აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებული არასრულწლოვნები არ იმყოფებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.

გარდა ამისა, გამოიკვეთა დარღვევები, როცა კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლები, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას, უმეტეს შემთხვევაში ისხდნენ დამსწრეებისათვის განკუთვნილ ადგილზე და არა უშუალოდ ბავშვის გვერდით.

აქედან გამომდინარე, მათი ჩართულობა სასამართლო სხდომებისას ფაქტობრივად არ იყო უზრუნველყოფილი. სასამართლო განხილვისას, ბავშვს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაესაუბროს, კონსულტაცია გაიაროს, არა მარტო ადვოკატთან, არამედ კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელთან, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კანონმდებლობა. დღეს არსებული პრაქტიკით, სასამართლო განხილვისას ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა, მყისიერად გაესაუბროს კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელს, თუკი ამის საჭიროებას დაინახავს უშუალოდ ბავშვი ან მისი წარმომადგენელი“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

მათივე თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასამართლო განხილვაში ჩართულ ბავშვთა კონფიდენციალობის დარღვევის რისკი ყველაზე მეტად უკავშირდება გაუმართავ ინფრასტრუქტურას. „თბილისის, რუსთავის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, არ გააჩნიათ ცალკე შესასვლელი და მოსაცდელი, ბრალდებული ან მოწმე/დაზარალებული ბავშვებისთვის. ყველა პირი (მხარეები, დამსწრეები და ა.შ.) სარგებლობს საერთო შესასვლელით და საერთო მოსაცდელით, სადაც თავისუფლად არის ბავშვებთან კომუნიკაციისა და მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა. გამონაკლისს წარმოადგნენ ის ბრალდებული ბავშვები, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. ისინი სარგებლობენ ცალკე შესასვლელით, რომელიც განკუთვნილია ზოგადად პატიმრებისთვის სასამართლოში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ სხდომები დახურულ კარს მიღმა იმართება და მონიტორებზეც არ არის აღნიშნული ბავშვების ვინაობა, სასამართლოს მანდატურმა რამდენიმე შემთხვევაში (რასაც მონიტორების შეესწრნენ) არასრულწლოვანთა ბრალდებულების სახელი და გვარი საჯაროდ გამოაცხადეს, იმ მიზნით, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დროულად გამოცხადებულიყვნენ. ეს ფაქტი, აშკარად მიუთითებს, რომ მანდატურების ნაწილს ან არ აქვს ან არასრულად აქვს მიწოდებული ინფორმაცია, რომ საქმის განხილვის პროცესში ჩართული ბავშვების იდენტიფიცირება არ მოახდინონ. ამ შემთხვევაში, ისინი მოქმედებდნენ ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკის ფარგლებში, სადაც ბავშვების მიმართ განსახვავებული მიდგომები არ იკვეთება,“ - ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა