ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის კი ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება გრძელდება, რათა ხელახალი აალება არ მოხდეს.

„პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. რისკის შემცველ ადგილებზე ისევ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სოფელ კრიხში სულ მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიაზე რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საჰაერო ძალამ კი ორი დღის განმავლობაში სულ 100-მდე გაფრენა განახორციელა.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს