რისკებზე მზადყოფნის სამმართველოს უფროსი  - კორონავირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან

კორონავირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში.

„თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ტესტირების გაკეთება ნებისმიერ ლაბორატორიაში და უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ მათგანს ჰგონია, რომ ლაბორატორიულ ტესტირებას, როდესაც ჩაიტარებს ნებისმიერ ლაბორატორიაში, ეს ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან, იყვნენ თვითიზოლაციაში. ეს ასე არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში, მიუხედავად იმისა, თუ უარყოფითია ლაბორატორიული ტესტის შედეგი“, - განაცხადა ანა კასრაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა